არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მატჩის სიახლეები და მიმდინარე ფორმა
არსენალმა შუა კვირაში კვლავ აჩვენა ძალა, ჩემპიონთა ლიგაზე მილანში ინტერს 3:1 მოუგო და ერთდროულად კონტინენტურ და საშინაო ცხრილებს ჩაუდგა სათავეში.
მეთოფეები პრემიერ ლიგის ამ მატჩშ ოთხქულიანი უპირატესობით ხვდებიან და 12 ოფიციალურ მატჩში დაუმარცხებლები არიან (მოგება 10, ფრე 2), თუმცა ზედიზედ ორი 0:0 ფრე მათ სხვაობის გაზრდის საშუალებას არ აძლევდა.
მიკელ არტეტას გუნდს ამ ორ შეხვედრაში კარში დარტყმაც კი არ მიუღია და შეეცდებიან, რომ პრემიერ ლიგაში ლიგაში პირველად 2009 წლის შემდეგ, ზედიზედ მესამე უგოლო ფრე თავიდან აიცილონ.
მანჩესტერ იუნაიტედის შთამბეჭდავი 2:0 გამარჯვება გასულ კვირას არსენალის უახლოეს სატიტულო მეტოქე მანჩესტერ სიტისთან კერიკის ეპოქის იდეალური დასაწყისი გამოდგა.
წითელი ეშმაკები მატჩს ტოპ-ოთხეულს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩენილები ხვდებიან და პრემიერ ლიგაში ბოლო ხუთ მატჩში არ წაუგიათ (მოგება 2, ფრე 3). კერიკმა არსენალი უკვე დაამარცხა 2021 წელს დროებითი მწვრთნელის რანგში და შეეცდება ახლაც იგივე გაიმეოროს.
ურთიერთშეხვედრების ისტორია
არსენალმა პრემიერ ლიგის მატჩი ბოლო ოთხი ემირეითსზე მოიგო. იუნაიტედს ლიგაში არსენალთან ზედიზედ 7 მატჩი არასდროს დაუმთავრებია მოგების გარეშე და იმედს აძლევს ის ფაქტიც, რომ გასულ სეზონში ამ სტადიონზე FA თასზე იმარჯვეს.
სტატისტიკა და სერიები
არსენალის ბოლო ცხრა ოფიციალური მატჩიდან შვიდში ორივე გუნდმა გაიტანა გოლი.
არსენალმა პრემიერ ლიგის ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ ორში მოახერხა პირველი ტაიმის მოგება.
იუნაიტედმა პრემიერ ლიგის ამ სეზონში რეკორდულად ბევრჯერ, 17-ჯერ გაარტყა ბურთი ძელს.
იუნაიტედმა ბოლო რვა გასვლითი ოფიციალური მატჩიდან ექვსში ორი ან მეტი გოლი გაიტანა.
მნიშვნელოვანი ფეხბურთელები და დანაკლისი
ბუკაიო საკა იმედოვნებს, რომ მეტოქესთან კარგი სტატისტიკა დაეხმარება 12-მატჩიანი უგოლო სერიის დასრულებაში, მას ბოლო ოთხ საშინაო ურთიერთშეხვედრაში 3-ჯერ ჰქონდა უშუალო მონაწილეობა გოლში (გოლი 2, საგოლე პასი 1).
ბრუნო ფერნანდეში ბოლო ტურის შემდეგ პრემიერ ლიგაში შექმნილი საგოლე შანსებით (62) და ასისტებით (9) ლიდერობდა, ასევე მან ბოლო სამი ურთიერთშეხვედრიდან ორში გოლი გაიტანა.
არსენალს ახალი საკადრო პრობლემები არ აქვს, ხოლო იუნაიტედის მხრიდა ჯოშუა ზირკზეს თამაში კვლავ საეჭვოა, მან მანჩესტერ სიტისთან დერბიც გამოტოვა.
სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი - რაია; უაითი, სალიბა, გაბრიელი, ტიმბერი; ოდეგორი, სუბიმენდი, რაისი; საკა, გიოკერესი, ტროსარი
მანჩესტერი - ლამენსი; დალო, მაგუაირი, მარტინესი, შო; კაზემირო, მეინუ; დიალო, ფერნანდეში, დორგუ; მბიუმო
არსენალისა და მანჩესტერ იუნაიტედის მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები