გარდაიცვალა მანჩესტერ იუნაიტედის და სერბეთის ნაკრების ყოფილი მცველის, ნემანია ვიდიჩის ძმა, დუშან ვიდიჩი.
დუშანი გუშინ საღამოს ბელგრადში გარდაცვლილი იპოვეს. მისი სიკვდილის გარემოებები და მიზეზები ამ ეტაპზე არ ხმაურდება.
ვიდიჩი იშვიათად საუბრობდა საჯაროდ ოჯახზე და ძმაზე. ცნობილია, რომ დუშანი ნემანიასთან ერთად თამაშობდა უზიცეს კლუბ „იეძინსტვოში", თუმცა პროფესიონალური კარიერა არ გაუგრძელებია.
შეგახსენებთ, რომ ნემანია ვიდიჩი ასევე გამოდიოდა ცრვენა ზვეზდას, ინტერისა და იუგოსლავიისა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებებში.