ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ოთხეულის შანსი - კერიკის იუნაიტედი ლიდერ არსენალს ესტუმრება
ფეხბურთიფეხბურთი

ოთხეულის შანსი - კერიკის იუნაიტედი ლიდერ არსენალს ესტუმრება

9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

მაიკლ კერიკის ხელმძღვანელობის ბრწყინვალე დაწყების შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგის ლიდერ არსენალს ესტუმრება.


მატჩის სიახლეები და მიმდინარე ფორმა


არსენალმა შუა კვირაში კვლავ აჩვენა ძალა, ჩემპიონთა ლიგაზე მილანში ინტერს 3:1 მოუგო და ერთდროულად კონტინენტურ და საშინაო ცხრილებს ჩაუდგა სათავეში.


მეთოფეები პრემიერ ლიგის ამ მატჩშ ოთხქულიანი უპირატესობით ხვდებიან და 12 ოფიციალურ მატჩში დაუმარცხებლები არიან (მოგება 10, ფრე 2), თუმცა ზედიზედ ორი 0:0 ფრე მათ სხვაობის გაზრდის საშუალებას არ აძლევდა.


მიკელ არტეტას გუნდს ამ ორ შეხვედრაში კარში დარტყმაც კი არ მიუღია და შეეცდებიან, რომ პრემიერ ლიგაში ლიგაში პირველად 2009 წლის შემდეგ, ზედიზედ მესამე უგოლო ფრე თავიდან აიცილონ.


მანჩესტერ იუნაიტედის შთამბეჭდავი 2:0 გამარჯვება გასულ კვირას არსენალის უახლოეს სატიტულო მეტოქე მანჩესტერ სიტისთან კერიკის ეპოქის იდეალური დასაწყისი გამოდგა.


წითელი ეშმაკები მატჩს ტოპ-ოთხეულს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩენილები ხვდებიან და პრემიერ ლიგაში ბოლო ხუთ მატჩში არ წაუგიათ (მოგება 2, ფრე 3). კერიკმა არსენალი უკვე დაამარცხა 2021 წელს დროებითი მწვრთნელის რანგში და შეეცდება ახლაც იგივე გაიმეოროს.


ურთიერთშეხვედრების ისტორია


არსენალმა პრემიერ ლიგის მატჩი ბოლო ოთხი ემირეითსზე მოიგო. იუნაიტედს ლიგაში არსენალთან ზედიზედ 7 მატჩი არასდროს დაუმთავრებია მოგების გარეშე და იმედს აძლევს ის ფაქტიც, რომ გასულ სეზონში ამ სტადიონზე FA თასზე იმარჯვეს.


სტატისტიკა და სერიები


არსენალის ბოლო ცხრა ოფიციალური მატჩიდან შვიდში ორივე გუნდმა გაიტანა გოლი.


არსენალმა პრემიერ ლიგის ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ ორში მოახერხა პირველი ტაიმის მოგება.


იუნაიტედმა პრემიერ ლიგის ამ სეზონში რეკორდულად ბევრჯერ, 17-ჯერ გაარტყა ბურთი ძელს.


იუნაიტედმა ბოლო რვა გასვლითი ოფიციალური მატჩიდან ექვსში ორი ან მეტი გოლი გაიტანა.


მნიშვნელოვანი ფეხბურთელები და დანაკლისი


ბუკაიო საკა იმედოვნებს, რომ მეტოქესთან კარგი სტატისტიკა დაეხმარება 12-მატჩიანი უგოლო სერიის დასრულებაში, მას ბოლო ოთხ საშინაო ურთიერთშეხვედრაში 3-ჯერ ჰქონდა უშუალო მონაწილეობა გოლში (გოლი 2, საგოლე პასი 1).


ბრუნო ფერნანდეში ბოლო ტურის შემდეგ პრემიერ ლიგაში შექმნილი საგოლე შანსებით (62) და ასისტებით (9) ლიდერობდა, ასევე მან ბოლო სამი ურთიერთშეხვედრიდან ორში გოლი გაიტანა.


არსენალს ახალი საკადრო პრობლემები არ აქვს, ხოლო იუნაიტედის მხრიდა ჯოშუა ზირკზეს თამაში კვლავ საეჭვოა, მან მანჩესტერ სიტისთან დერბიც გამოტოვა.


სავარაუდო შემადგენლობები


არსენალი - რაია; უაითი, სალიბა, გაბრიელი, ტიმბერი; ოდეგორი, სუბიმენდი, რაისი; საკა, გიოკერესი, ტროსარი


მანჩესტერი - ლამენსი; დალო, მაგუაირი, მარტინესი, შო; კაზემირო, მეინუ; დიალო, ფერნანდეში, დორგუ; მბიუმო


არსენალისა და მანჩესტერ იუნაიტედის მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

არსენალი
მანჩესტერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ოფიციალურად: კაზემირო ამ ზაფხულს მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: კაზემირო ამ ზაფხულს მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩესტერმა The Crown-ის სტილის სერიალის შექმნაზე შეთანხმებას მიაღწია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩესტერმა The Crown-ის სტილის სერიალის შექმნაზე შეთანხმებას მიაღწია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნემანია ვიდიჩის ძმა გარდაცვლილი იპოვეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნემანია ვიდიჩის ძმა გარდაცვლილი იპოვეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინტერიც დამარცხებულია — არსენალი ჩემპიონთა ლიგაზე უდანაკარგო სვლას აგრძელებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინტერიც დამარცხებულია — არსენალი ჩემპიონთა ლიგაზე უდანაკარგო სვლას აგრძელებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

22 იან, 2026

ოფიციალურად: კაზემირო ამ ზაფხულს მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს

News image

21 იან, 2026

მანჩესტერმა The Crown-ის სტილის სერიალის შექმნაზე შეთანხმებას მიაღწია

News image

22 იან, 2026

ნემანია ვიდიჩის ძმა გარდაცვლილი იპოვეს

News image

20 იან, 2026

ინტერიც დამარცხებულია — არსენალი ჩემპიონთა ლიგაზე უდანაკარგო სვლას აგრძელებს

კომენტარები