მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი პატრიკ დორგუ ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმის გამო დაახლოებით 10 კვირას გამოტოვებს.
21 წლის ფეხბურთელმა ტრავმა კვირას, ლიგის ლიდერ არსენალთან გამართულ მატჩში (3:2), მეორე ტაიმში მიიღო. იმ შეხვედრაში დორგუმ საჯარიმოს ხაზის სიახლოვიდან ულამაზესი გოლი გაიტანა.
The Athletic-ის ცნობით, იუნაიტედი ჯერ კიდევ აფასებს ტრავმის სიმძიმეს და ზუსტი ვადები საბოლოოდ დადგენილი არ არის.
დორგუს ტრავმა სერიოზული დარტყმაა გუნდისთვის. ყოფილი მთავარი მწვრთნელის, რუბენ ამორიმის ხელმძღვანელობით, ის ძირითადად ვინგ-ბექის პოზიციაზე თამაშობდა, ხოლო დროებითი მთავარი მწვრთნელის, მაიკლ კერიკის პერიოდში, 4-2-3-1 სქემაში მარცხენა ვინგერად ასპარეზობდა.
დორგუმ მანჩესტერ სიტისა და არსენალის წინააღმდეგ მოგებულ მატჩებში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და გოლებიც გაიტანა.