ლივერპულის ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი მიიჩნევს, რომ გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობა პრემიერ ლიგის რეალობას სათანადოდ ვერ ერგება.
„ლივერპულის მიერ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსებში ყველაზე მეტად ის მაეჭვებს, რომ გუნდი პრემიერ ლიგაში სამ მთავარ პრობლემას აწყდება: სტანდარტული მდგომარეობები, გრძელი აუტები და კონტრშეტევებზე თამაში ორივე მიმართულებით. ისეთი ტოპ-გუნდებისთვის, როგორიც ლივერპულია, დამატებით პრობლემას წარმოადგენს დაბალი დაცვის ბლოკი — ლივერპული ვერ უმკლავდება ასეთ სტილს.
ჩვენ ვხედავთ გუნდს, რომელიც პრემიერ ლიგას არ არის იდეალურად მორგებული. ევროპაში რამდენად მნიშვნელოვანია სტანდარტები და გრძელი აუტები? თითქმის საერთოდ არა. კონტრშეტევები ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროპაში ეს ასე გადამწყვეტი არ არის და არც ერთი გუნდი იქ მუდმივად დაბალი ბლოკით არ თამაშობს. ეს ყველაფერი კი ლივერპულს უხდება.
მათ შეუძლიათ რეალის დამარცხება, შეუძლიათ ინტერთან სტუმრად მოგება, შეუძლიათ მარსელში ქულების აღება, ტოპ 8-ში მოხვედრა და პლეი-ოფში გასვლა.
მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს გუნდი პრემიერ ლიგისთვის მზად არის“, — თქვა კარაგერმა Sky Sports-ის ეთერში.