ინგლისელი ფორვარდი, ტამი აბრაჰამი, თითქმის 5-წლიანი პაუზის შემდეგ, სამშობლოში ბრუნდება და ყოფილ გუნდ ასტონ ვილას მაისურს მოირგებს.
ბირმინგემელებმა სტამბულის ბეშიქთაშთან 18 მლნ ფუნტის სატრანსფერო თანხაზე მოილაპარაკეს, ფეხბურთელთან კი კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.
ტამი აბრაჰამმა ასტონ ვილაში გაატარა 2018-19 წლების სეზონი, როცა გუნდი ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში დაწინაურდა - ტანმაღალმა ფორვარდმა აქტივში 26 გოლი და 3 ასისტი ჩაიწერა.
ინგლისი 2021 წლის აგვისტოსში დატოვა და კარიერა გააგრძელა რომაში, რომელმაც ბოლო სეზონებში მილანისა და ბეშიქთაშის რიგებში გაანათხოვრა.
ასტონ ვილა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძვის - სიტისთან მეორე-მესამე ადგილებს იყოფს და ლიდერ არსენალს 4 ქულით ჩამორჩება.
ტამის ხელახალი დებიუტი, შესაძლოა, 1-ელ თებერვალს შედგეს, როცა ვილა პარკის სტუმარი მე-8 ადგილოსანი ბრენტფორდი იქნება.