ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დუგლას ლუისი კარიერას ასტონ ვილაში გააგრძელებს.
იუვენტუსთან იჯარის შესახებ სიტყვიერი შეთანხმება შედგა და ბრაზილიელი ნახევარმცველი ბირმინგემულ კლუბში ბრუნდება.
ნოტინგემ ფორესტმა, სადაც ლუისი ასევე იჯარით თამაშობდა, მოთამაშე იუვეში დააბრუნა და ახლა ის ასტონ ვილაში ითამაშებს.
უნაი ემერის გუნდს დიდხნიანი ტრავმის გამო ერთდროულად სამი ნახევარმცველი გამოაკლდა - ბუბაკარ კამარა, ჯონ მაკგინი და იური ტილემანსი.
ლუისი 2024 წლის ზაფხულში ვილადან იტალიაში €50 მილიონად და დამატებით €1.5 მილიონი ბონუსების სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა პირველ სეზონში ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება გაუჭირდა და სრული 90 წუთი მხოლოდ ორჯერ ითამაშა.
ნოტინგემში იჯარით მყოფმა ლუისმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა.