ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტემი აბრაჰამი კარიერას ასტონ ვილაში გააგრძელებს.
სიტყვიერი შეთანხმება ბეშიქთაშთან მას შემდეგ შედგა, რაც პირადი დეტალები რამდენიმე დღის წინ მოგვარდა.
ასტონ ვილა ტრანსფერში 21 მილიონ ევროს და დამატებით ბონუსებს გადაიხდის, ასევე შეთანხმების ნაწილი იასინ იოზჩანიც არის. ასტონ ვილას წარმომადგენლები თურქეთში იმყოფებიან, რათა გარიგება ოფიციალურად დახურონ.
28 წლის თავდამსხმელი ბეშიქთაშში რომადან იჯარის წესით თამაშობდა და შესაბამისად შეთანხმებაში იტალიური კლუბიც მონაწილეობდა.
ინგლისელი ფეხბურთელი ასტონ ვილაში 2018-19 წლების სეზონშიც თამაშობდა, როცა ბირმინგემში ჩელსიდან იჯარის წესით ასპარეზობდა.