უეფას ევროპა ლიგის მე-7 ტური შედგა და რამდენიმე საინტერესო მატჩი გაიმართა.
ყველაზე უხვგოლიანი სკანდინავიური დაპირისპირება გამოდგა, სადაც ნორვეგიული ბრანისა და დანიური მიდტიულანდის მატჩი 3-3 დასრულდა.
ყველაზე დიდი სხვაობით დინამო ზაგრებმა და ფეიენოორდმა იმარჯვეს. ხორვატებმა რუმინული FCSB 4-1 დაამარცხეს, როტერტამელებმა კი კიტეიშვილისა და მამაგეიშვილის გრაცის შტურმს 3-0 მოუგეს.
მე-7 ტურის შემდეგ ევროპა ლიგის ლიგის ფაზას 18-18 ქულით ლიონი და ასტონ ვილა ლიდერობენ, რომელთაც 1/8 ფინალში გასვლა უკვე გაინაღდეს.
ამ მომენტისთვის ტურნირის ბომბარდირი ლუდოგორეცის მოთამაშე, პეტარ სტანიჩია, რომლის ანგარიშზეც 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. სერბი მდევრებს 2 გოლით უსწრებს.
ბოლო ტურის წინ ლიგის ფაზის ცხრილი ასე გამოიყურება:
