უეფას ევროპა ლიგის მატჩის დაწყება უტრეხტსა და გენკს შორის გადაიდო მას შემდეგ, რაც გენკის უბილეთო გულშემატკივრების დიდმა ჯგუფმა სტადიონის დაცვა გაარღვია და სტუმართა სექტორში შეიჭრა.
მატჩი, ცენტრალური ევროპის დროით, 21:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა უსაფრთხოების მიზეზებით, მისი დაწყება საათზე მეტი ხნით გადაიდო.
უტრეხტის მერის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ გენკის უბილეთო გულშემატკივრების დიდმა ჯგუფმა სტადიონის დაცვა გაარღვია და სტუმართა სექტორში ჩხრეკის გარეშე შესვლა შეძლო.
საბოლოოდ, დაახლოებით 1 400 ბელგიელი ფანი სპეცრაზმმა დაიმორჩილა და სტადიონიდან გააძევა.