უეფას ევროპა ლიგის მე-4 ტურში 18 მატჩი გაიმართა.
ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ბრაგასა და გენკს შორის გამოვიდა, რომელიც ბელგიური გუნდის გამარჯვებით 3-4 დასრულდა.
ყველაზე დიდი სხვაობით პაოკმა გაიმარჯვა, რომელმაც იანგ ბოიზი 4-0 დაამარცხა.
ოთარ კიტეიშვილის შტურმმა ნოტინგემთან 0-0 ითამაშა, ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 57 წუთი გაატარა.
4 ტურის შემდეგ ლიგის ფაზას ერთადერთი უდანაკარგო გუნდი შემორჩა. მიდტიულანდმა 4-დან 4 მატჩი მოიგო და ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. დანიურმა გუნდმა შტურმი, ნოტინგემი, მაკაბი თელ ავივი და სელტიკი დაამარცხა.
ასევე დაუმარცხებლები არიან ფრაიბურგი და ფერენცვაროში, რომელთაც 10-10 ქულა აქვთ და შესაბამისად მე-2 და მე-3 ადგილზე არიან.
ტოპ 8 გუნდში ასევე შედიან - სელტა, ბრაგა, ასტონ ვილა, ლიონი და პლზენი.
კიტეიშვილის შტურმს 4 ქულა აქვს და 25-ე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გრაცელები სტუმრად პანათინაიკოსთან გამართავენ.
ლიგის ფაზაში 5 გუნდია, რომელსაც 4 ტურში მოგება არ აქვს - უტრეხტი, მალმიო, მაკაბი თელ ავივი, ნიცა და რეინჯერსი. აქედან ნიცამ და რეინჯერსმა ოთხივე მატჩი წააგეს და 0-0 ქულით ბოლო ადგილებზე არიან, დანარჩენ 3 გუნდს კი თითო ქულა აქვთ.
ევროპა ლიგას 4 ტურის შემდეგ გამოკვეთილი ბომბარდირი არ ჰყავს - 3 გოლი ერთდროულად 8 ფეხბურთელს აქვს გატანილი, აქედან გამორჩეულები კი ფრანკულინო (მიდტიულანდი) და ჯერდან შაჩირი (ბაზელი) არიან, რომელთა ანგარიშზეც თითო საგოლე გადაცემაცაა.