The Athletic-ის ცნობით, ასტონ ვილა ნახევარმცველ დუგლას ლუისის შეძენას სერიოზულად განიხილავს.
ამ ეტაპზე კლუბებს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა, თუმცა ვილა შესაძლო გარიგებას იკვლევს, რათა ბრაზილიელი ფეხბურთელი კვლავ ვილა პარკზე დააბრუნოს.
ასტონ ვილას ნახევარდაცვაში პრობლემები აქვს. The Athletic-ის ინფორმაციით, ბუბაკარ კამარა მუხლის ტრავმის გამო სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, ხოლო ჯონ მაკგინი დაახლოებით ექვსი კვირით იუქმებს.
ამავდროულად, კოჭის ტრავმა მიიღო იური ტილემანსმაც, რომელიც ასევე ხანგრძლივი დროით ვერ შეძლებს თამაშს.
ტილემანსის ტრავმამდეც კი ვილა ნახევარდაცვაში გაძლიერებას განიხილავდა, სადაც ერთ-ერთ ვარიანტად რუბენ ლოფტუს-ჩიკი სახელდებოდა. ლუისი შესაძლო ვარიანტად განიხილებოდა, თუმცა ვილამ ამ საკითხზე სერიოზული განხილვები მხოლოდ ბოლო დღეებში დაიწყო.
27 წლის დუგლას ლუისი ამჟამად იუვენტუსიდან ნოტინგემ ფორესტში იჯარით თამაშობს, თუმცა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ რვა მატჩი აქვს ჩატარებული.
ლუისი 2024 წლის ზაფხულში ვილადან იტალიაში €50 მილიონად და დამატებით €1.5 მილიონი ბონუსების სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა პირველ სეზონში ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება გაუჭირდა და სრული 90 წუთი მხოლოდ ორჯერ ითამაშა.