ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუსეფ ენ-ნესირის იუვენტუსში გადასვლა ამ ეტაპზე ჩაიშალა.
„ენ-ნესირის ეჭვები ტრანსფერის ფორმულასთან დაკავშირებით (იჯარა) აქვს და ამ საქმის შეფასების შემდეგ მოლაპარაკებებს დასრულებულად ვთვლით. ჩვენ ენ-ნესირის მუდმივ კონტრაქტზე არ გავიფორმებთ“, - განაცხადა ტურინელთა სპორტულმა დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ.
იუვენტუსსა და ფენერბაჰჩეს შორის შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა ბიანკონერიმ იუსეფ ენ-ნესირის მხრიდან საბოლოო თანხმობა ვერ მიიღო.
მაროკოელი თავდამსხმელი უპირატესობას მუდმივ ტრანსფერს ანიჭებდა და არა იჯარას. იუვენტუსი კი თავის მხრივ მუდმივ ტრანსფერზე არ მუშაობდა და მხოლოდ იჯარის ვარიანტს განიხილავდა.
ტურინელები ენ-ნესირიმდე ჟან-ფილიპ მატეტას დამატებითაც იყვნენ დაინტერესებული, თუმცა გავრცელებული ცნობებით, იტალიური კლუბი არ იყო მზად ის 40 მილიონი ევრო გადაეხადა, რასაც ლონდონური კლუბი საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ ითხოვდა,