იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ლეჩესთან სერია ა-ს 18-ე ტურის მატჩის (1:1) შემდეგ შეხვედრა შეაფასა და გუნდის თამაშზე ისაუბრა.
მატჩზე:
როცა საჯარიმოში ვართ, უნდა ვგრძნობდეთ, სად წავა ბურთი და არ ვსდიოთ მას მთელი მატჩის განმავლობაში. სივრცეებს ვქმნიდით — პირველ და მეორე ტაიმებში 10-10 ჯერ ჩავაწოდეთ საჯარიმოში, მაგრამ მაინც ვერ ვიპოვეთ იქ საჭირო მოთამაშე. გაუმჯობესება გვჭირდება, თუმცა ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ.
დევიდის გაუცუდებელ პენალტზე:
ჩემი აზრით, პენალტი თქვენ უნდა დაგერტყათ (ჟურნალისტებს მიმართავს). ასეთ მომენტში ცოტა ყველას ეშინია, მათაც კი, ვინც პენალტებს არ ურტყამს. მშვიდად რომ ყოფილიყო, გაიტანდა — ეს ყველამ იცის.
დევიდი შტატიანი პენალტისტია და პენალტებს ძალიან კარგად ასრულებს, ამიტომ გადაწყვეტილება სწორი იყო, მაგრამ ბურთი ვერ ასწია. ლოკატელი პენალტისტია, ილდიზიც, თუმცა მათ გადაწყვიტეს, ბურთი მისთვის დაეთმოთ. რთულია ზუსტად ითქვას, რას ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ყველაფერი სწორედ ასე მუშაობს და არა ისე, როგორც თქვენ ამბობთ. თქვენ დამნაშავის პოვნას ცდილობთ, რადგან თამაში ვერ მოვიგეთ.
ის ფაქტი, რომ მან პენალტის შესრულება გადაწყვიტა, მის ხასიათზე მეტყველებს. მე სხვა ეპიზოდებსაც გავაანალიზებ, სადაც საჯარიმოში განსხვავებული გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო. ამ სიტუაციებში უკეთ თამაში გვჭირდება. მე ვეთანხმები როგორც დევიდს, რომელმაც პენალტის შესრულება ითავა, ისე მათ, ვინც ამის უფლება მისცა." — აღნიშნა სპალეტიმ.