მაიკლ კერიკმა მანჩესტერ იუნაიტედის სათავეში რუბენ ამორიმის ყველაზე ხანგრძლივი მოგებათა სერია გაიმეორა.
ინგლისელი მწვრთნელის მეთაურობით წითელმა ეშმაკებმა სამი მატჩი ჩაატარეს და ზედიზედ სამი გამარჯვებაც მოიპოვეს — სწორედ სამი მოგება ზედიზედ იყო ამორიმის საუკეთესო შედეგიც იუნაიტედში, რომელიც პორტუგალიელმა მხოლოდ ერთხელ დააფიქსირა.
ფულემთან ბოლო ტურის შეხვედრა იუნაიტედმა 94-ე წუთზე, ბენჟამინ შეშკოს გოლით 3:2 მოიგო.
მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგაში უკვე 7 თამაშია დაუმარცხებელია — ასეთი სერია გუნდს ბოლოს 2022 წლის თებერვალში ჰქონდა, როცა გუნდს რალფ რანგნიკი წვრთნიდა. ამ მონაკვეთში იუნაიტედს 4 გამარჯვება და 3 ფრე აქვს.
ამ ეტაპზე, პრემიერ ლიგში არცერთ სხვა გუნდს ასეთი ხანგრძლივი წაუგებელი სერია არ აქვს.