პრემიერ ლიგის 24-ე ტურში მან სიტიმ სტუმრად ტოტენჰემს ვერ მოუგო.
შეხვედრა ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმზე გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.
შერკის (11') და სემენიოს (44') გოლებით გვარდიოლას გუნდმა პირველი ტაიმი დამაჯერებლად, 2:0 მოიგო.
თუმცა, ტომას ფრანკის გუნდმა ფარხმალი არ დაყარა და მეორე ტაიმში თამაშში დაბრუნება ვერ მოახერხა — დომინიკ სოლანკემ 53 და 70-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა. განსაკუთრებით ლამაზი ინგლისელს მეორე გოლი გამოუვიდა, რომელიც მან სკორპიონის დარტყმით შეაგდო.
აღნიშნული შედეგი ყველაზე მეტად ლიდერ არსენალს აწყობდა, რომელმაც ლიდსთან (4:0) გამარჯვების შემდეგ ცხრილში უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა. ტოტენჰემი კი პრემიერ ლიგაში კვლავ ვერ იგებს და 29 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.