პრემიერ ლიგის 24-ე ტურში ლივერპულმა საკუთარ მოედანზე ნიუკასლ იუნაიტედი გაანადგურა.
ენფილდზე გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
36-ე წუთზე ენტონი გორდონმა კაჭკაჭები დააწინაურა, თუმცა ლივერპულმა ტაიმის ბოლომდე სიტუაცია თავდაყირა ეკიტიკეს დუბლით დააყენა, რომელმაც 41-ზე ანგარიში გაათანაბრა, ზუსტად ორ წუთში კი ბრწყინვალე გოლით შეძლო თავისი გუნდის წინ გაიყვანა.
67-ე წუთზე მო სალაჰის პასით თავისი მორიგი გოლი წითელი მაისურით ფლორიან ვირცმა გაიტანა, რომელმაც ამ გოლის გარდა, პირველ ტაიმში ეკიტიკესაც გაატანინა გამათანაბრებელი გოლი და ჯამში მატჩი გოლითა და საგოლე პასით დაასრულა.
მატჩში წერტილი კი იბუ კონატემ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს დასვა და ლივერპულმა პრემიერ ლიგაში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა (4 ფრე, 1 მარცხი).
საინტერესოა, რომ სლოტის გუნდისთვის ეს 2026 წლის პირველი გამარჯვებაა პრემიერ ლიგაში.
ლივერპულმა 39 ქულა დააგროვა და მინიმუმ ტურის ბოლომდე მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა, თუმცა თავის მატჩში ფულემის დამარცხების შემთხვევაში, მერსისაიდელებს ქულებით მანჩესტერ იუნაიტედი გადაასწრებს და 6-ზე ჩამოაჩოჩებს.