ლივერპულის ნახევარმცველმა, ფლორიან ვირცმა 2025 წლის ზაფხულში კლუბში მოსვლის შემდეგ, თავის ადაპტაციაზე ისაუბრა.
ამ სეზონში გერმანელმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგაში 22 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
— რატომ აირჩიე ლივერპული?
„ვიფიქრე, რომ ეს საუკეთესო ადგილი იქნებოდა, რათა გავმხდარიყავი უკეთესი და უფრო ძლიერი ფეხბურთელი. კლუბი ძალიან დიდია, გუნდმა კი გასულ სეზონში პრემიერ ლიგა მოიგო.
გადასვლამდე ძალიან კარგი საუბრები მქონდა მთავარ მწვრთნელთან, ასევე რამდენიმე ფეხბურთელიც დამიკავშირდა. ვირჯილ ვან დაიკმა და მოჰამედ სალაჰმაც მომწერეს. ისინი არ მეხვეწებოდნენ, უბრალოდ ცდილობდნენ ჩემთვის შეექმნათ წარმოდგენა, როგორი კლუბია ლივერპული.
ვირჯილმა მითხრა, რომ ჩემი მოსვლა გაუხარდებოდა და შესაძლოა გუნდს კიდევ უფრო გაძლიერებაში დავხმარებოდი. ასეთ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს და საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღებაშიც ძალიან გეხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისი რთული იყო, მაინც ბედნიერი ვარ, რომ ეს არჩევანი გავაკეთე.
— როგორ გაუმკლავდი ადაპტაციის პერიოდს?
„ძალიან მოტივირებული ვიყავი და მინდოდა, თავიდანვე წარმატებული ვყოფილიყავი, მაგრამ ასე არ გამოვიდა. საჭირო იყო მენტალურად ძლიერი ვყოფილიყავი და საკუთარი თავის რწმენა შემენარჩუნებინა.
თავის თავს ვეუბნებოდი: „თუ გერმანიაში ასე კარგად თამაშობდი, აქ ხომ ვერ დაგავიწყდება ფეხბურთი?“. თავდაჯერებულობის შენარჩუნება ადვილი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ვფიქრობ, კარგად გავართვი თავი. ამაში ძალიან დამეხმარნენ ადამიანები, რომელიც გარშემო მყავს." — აღნშნა გერმანელმა შემტევმა.