გიორგი მამარდაშვილის ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზა მე-3 ადგილზე დაასრულა და პირდაპირ 1/8 ფინალურ ეტაპზე გავიდა.
მერსისაიდელებმა ბოლო ტურის მატჩში აზერბაიჯანულ ყარაბაღს 6:0 მოუგეს, 18 ქულა მოაგროვეს და 36-გუნდიან ცხრილში მხოლოდ არსენალსა (24 ქულა) და ბაიერნს (21 ქულა) ჩამორჩნენ.
შედეგად, ლივერპული ითამაშებს პირდაპირ 1/8 ფინალურ ეტაპზე, სადაც ჯერჯერობით მისი მეტოქე ცნობილი არაა - პლეი-ინის შედეგად გაირკვევა.
მამარდაშვილი ისევ სათადარიგოთა სკამზე იყო და მთელი შეხვედრა იქ გაატარა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები - 10-11 მარტს, ხოლო განმეორებითები 17-18 მარტს ჩატარდება.