გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე გავიდა. ლისაბონელებმა ლიგის ფაზის ბოლო, მე-8 ტურში ბილბაოს ატლეტიკს სტუმრად 3:2 მოუგეს.
ქოჩორამ მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა, მისი თანაგუნდელები კი ბასკებთან 2-ჯერ მარცხდებოდნენ, მაგრამ თამაში ბოლო წუთებზე მოიგეს და ლიგის ფაზა მე-7 პოზიციაზე დაასრულეს - 5 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.
ლომებმა ბილბაო, პსჟ, ბრიუგე, მარსელი და კაირათი დაამარცხეს, იუვენტუსთან ფრედ ითამაშეს, ხოლო ბაიერნთან და ნაპოლისთან თავად დარჩნენ უქულოდ.
შესაბამისად, სპორტინგმა თავიდან აიცილა 2-მატჩიანი პლეი-ინი და 1/8 ფინალში მეტოქეს ელოდება.