გაირკვა ყველა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასვლისთვის იბრძოლებს.
9-16 ადგილებზე გასული გუნდები, რომლებს შორის რეალი, ინტერი, პსჟ, ნიუკასლი, იუვენტუსი, ატლეტიკო, ატალანტა და ბაიერ ლევერკუზენი არიან, წილისყრის დროს განთესილები იქნებიან.
განუთესავ გუნდებში კი — რომლებმაც 17-დან 24-ე პოზიციამდე დაიკავეს — დორტმუნდი, ოლიმპიაკოსი, ბრიუგე, გალათასარაი, მონაკო, ყარაბაღი, ბოდო გლიმტი და ბენფიკა არიან.
წილისყრის შედეგად, 9-10 ადგილებზე გასული გუნდები 1/16 ფინალში შეხვდებიან 23-24 ადგილზე გასულ გუნდებს და ასე თანმიმდევრობით.
მაგალითისთვის რომ გითხრათ, რეალის (9) და ინტერის (10) მეტოქე 1/16 ფინალში იქნება ბოდო გლიმტი (23) ან ბენფიკა (24). ამას წილისყრა დაადგენს.
ბედის ირონიით, რეალთან გამარჯვების წყალობით 24-ე ადგილზე გასული ბენფიკა 1/8 ფინალის საგზურისთვის შესაძლოა კვლავ რეალს შეებრძოლოს.
წილისყრა პარასკევს, 30 იანვარს გაიმართება.
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ კი, რომელიც მე-11 ადგილზე გავიდა, 1/16 ფინალში გასასვლელად ან მონაკოს, ან ყარაბაღს დაუპირისპირდება.