გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი, ჩემპიონთა ლიგის მე-8 ტურში, ლევერკუზენის ბაიერთან სტუმრად 0:3 დამარცხდა და წლევანდელ ევროტურნირებზე გამოსვლა დაასრულა.
ქართველი თავდამსხმელი თამაშში მე-2 ტაიმის დაწყებისთანავე ჩაერთო, როცა მისი გუნდი 0:2 მარცხდებოდა. საგოლე მომენტი არ ჰქონია.
საბოლოოდ, ვილიარეალმა ლიგის ფაზის 8 ტურში მხოლოდ 1 ქულა აიღო (იუვენტუსთან 2:2) და გამოსვლა ბოლოსწინა, 35-ე ადგილზე დაასრულა - მხოლოდ ყაზახურ კაირათს აჯობა, ისიც ბურთების სხვაობით.
ჟორჟის გუნდი ამიერიდან სრულად გადაერთვება ლა ლიგაზე, სადაც მე-4 ადგილზეა და სამეულში მყოფ ატლეტიკო მადრიდს 3 ქულით ჩამორჩება, თანაც მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.