ინგლისში მიაჩნიათ, რომ პეპ გვარდიოლა სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტის დატოვებს.
The Times-ის ინფორმაციით, პრემიერლიგის მწვრთნელებს შორის გავრცელებულია მოსაზრება, რომ კატალონიელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს მანჩესტერ სიტის, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონტრაქტი 2027 წლამდეა ძალაში.
როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთმა ტოპ-კლუბის მწვრთნელმა მანამდე საკუთარ ხელმძღვანელობასაც უთხრა, რომ დარწმუნებულია — გვარდიოლა სეზონის ბოლოს სიტის დატოვებს.
პეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტის 2016 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს.
ესპანელის წასვლის შემთხვევაში, სიტიში დანიშვნის ფავორიტი ენცო მარესკა იქნება, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ ჩელსიდან დაითხოვეს.