მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ერიკ ტენ ჰაგთან 2024 წელს კონტრაქტის გახანგრძლივება საკვანძო შეცდომა იყო.
The Telegraph-ის ინფორმაციით, კლუბში სწორედ ამ გადაწყვეტილებას უკავშირებენ შემდგომ არასტაბილურობას.
გამოცემის ცნობით, წარსულის შეცვლის შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, ტენ ჰაგს ინგლისის თასის მოგების შემდეგ გაათავისუფლებდნენ. მის შემცვლელად კი, დიდი ალბათობით, თომას ტუხელს ან რობერტო დე ძერბის მიიწვევდნენ.
ახალი ხელშეკრულების გაფორმებიდან 116 დღეში ნიდერლანდელი მწვრთნელის გაშვებამ „დომინოს ეფექტი“ გამოიწვია. იუნაიტედის ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ იმ ზაფხულს სხვა არჩევანის გაკეთების შემთხვევაში კლუბი დღეს განსხვავებულ მდგომარეობაში იქნებოდა.
ტენ ჰაგის ნაცვლად 2024 წლის ნოემბერში მთავარ მწვრთნელად რუბენ ამორიმი დანიშნეს, რომელმაც თანამდებობა 2026 წლის იანვრამდე შეინარჩუნა.
ცნობისთვის, იმ ზაფხულს ტენ ჰაგს იუნაიტედში თანამდებობის შენარჩუნებაში ინგლისის თასის მოგება დაეხმარა, რომლის ფინალშიც გუნდმა მან სიტი 2:1 დაამარცხა.