მაურისიო პოჩეტინო მანჩესტერ იუნაიტედის ახალი მთავარი მწვრთნელია, თუმცა მისი მოსვლა კლუბში იგვიანებს, რამაც ბრიტანული სპორტული მედიისა და ანალიტიკოსების სერიოზული კრიტიკა გამოიწვია.
INEOS-ის მენეჯმენტმა და სერ ჯიმ რატკლიფმა არგენტინელი სპეციალისტის ამერიკის ნაკრებიდან გამოსასყიდად 7.5 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, თუმცა პოჩეტინო მუშაობას მხოლოდ 18 ნოემბრიდან შეუდგება. მანამდე კი ის აშშ-ის ნაკრებს ერთა ლიგის მეოთხედფინალში, ჰაიტის წინააღმდეგ უხელმძღვანელებს. ეს ნიშნავს, რომ პოჩეტინოს ლივერპულთან პრემიერლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩის მოსამზადებლად მხოლოდ 4 დღე ექნება.
მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ვერ აცნობიერებს იმ რეალურ საფრთხეს, რასაც მე-18 ადგილი და პრემიერლიგიდან გავარდნის რისკი ჰქვია. მათი აზრით, მაიკლ კერიკი 3 კვირის წინ, ბორნმუთთან შინ 0:3 წაგების შემდეგ უნდა გაეთავისუფლებინათ. გარი ნევილმა INEOS-ის მოქმედებას "უხეში" და "უგემოვნო" უწოდა. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ ალოდინეს კერიკი 48 საათი და რატომ ატარებინეს ვარჯიშები, როცა მისი გათავისუფლება უკვე გადაწყვეტილი იყო.
ექსპერტების აზრით, პოჩეტინო ბრწყინვალე სპეციალისტია, თუმცა მან აუცილებლად უნდა მოითხოვოს გარანტიები ტრანსფერებზე (განსაკუთრებით დაცვის ხაზში), წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლებელი იქნება.