მანჩესტერ იუნაიტედში ახალი ერა იწყება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მაურისიო პოჩეტინო მანჩესტერ იუნაიტედის ახალი მთავარი მწვრთნელი ხდება.
არგენტინელმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე შეათანხმა, იუნაიტედი აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციას პოჩეტინოს გამოსყიდვაში 10 მილიონ დოლარს გადაუხდის.
54 წლის სპეციალისტისთვის პრემიერ ლიგა ახალი ხილი ნამდვილად არაა - მას საუთჰემპტონში, ტოტენჰემსა და ჩელსიში აქვს ნამუშევარი, 2024-დან კი აშშ-ს ნაკრებს წვრთნის, რომელთან ერთადაც გასულ მუნდიალზე იმუშავა და გუნდი 1/8 ფინალამდე მიიყვანა.