მანჩესტერ იუნაიტედმა მთავარ მწვრთნელ მაიკლ კერიკთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
ინფორმაციას ფაბრიციო რომანო და The Athletic-ის ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი ავრცელებენ.
კლუბის ყოფილმა ნახევარმცველმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დანიშვნის შემდეგ ჩატარებული 16 ოფიციალური მატჩის შემდეგ დატოვა. მანჩესტერ იუნაიტედმა ბოლო 11 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა.
გუნდი ამ მომენტისთვის პრემიერ ლიგის გასავარდ ზონაშია და 8 ქულით მე-18 ადგილს იკავებს.
კერიკის შემცვლელად მთავარი კანდიდატი აშშ-ის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინოა.
როდის ჩაიბარებს პოჩეტინო მანჩესტერ იუნაიტედს? - დეტალები ცნობილია