მანჩესტერ იუნაიტედში არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინო ინიშნება.
როგორც The Athletic-ის ავტორიტეტული ინსაიდერი დევიდ ორნშტეინი იტყობინება, აშშ-ს ნაკრების მოქმედი მთავარი მწვრთნელი მან იუნაიტედში დანიშვნასთან ერთ ნაბიჯშია.
მხარეებს შორის შეთანხმება ახლოვდება და თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდება, კერიკს მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ პოჩეტინო შეცვლის.
არგენტინელმა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აშშ-ს ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი გამოსყიდვა 10 მილიონ დოლარად არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ პოჩეტინოს პრემიერ ლიგაში საუთჰემპტონში, ტოტენჰემსა და ჩელსიში აქვს ნამუშევარი.