VIDEO: საოცარი მატჩი და მანჩესტერის ორმაგი ქამბექი ოლდ ტრაფორდზე
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-10 ტურში მანჩესტერმა და ასტონ ვილამ უხვგოლიანი ფრე ითამაშეს.
შეხვედრა ოლდ ტრაფორდზე გაიმართა და ფრედ 4:4 დასრულდა.
მანჩესტერ იუნაიტედი ამ მატჩში ორჯერ აგებდა ორი ბურთით - ჯერ 0:2 მე-4 წუთისთვის, შემდეგ კი 2:4 მეორე ტაიმის დასაწყისში, თუმცა ორივეჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და თამაში გადაარჩინა.
ბოლო ორი გოლი კერიკის გუნდმა სულაც კომპენსირებულ დროში გაიტანა და მატჩი 92-ე და 96-ე წუთებზე გატანილი გოლებით გადაარჩინა.
ორმაგი ქამბექის მიუხედავად, იუნაიტედის მოუგებელი სერია პრემიერ ლიგაში გრძელდება, გუნდს 10 ტურის შემდეგ ერთადერთი გამარჯვება აქვს და 8 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება, ასტონ ვილა კი 13 ქულით მეათეა.