ცნობილი გახდა თანხა, რომლის გადახდაც მანჩესტერ იუნაიტედს მოუწევს, თუ მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნას გადაწყვეტს.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა მაიკლ კერიკის გათავისუფლებას ემხრობა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა პრემიერ ლიგის საწყის 10 ტურში 8 ქულა დააგროვა.
ინგლისელი სპეციალისტის პოტენციურ შემცვლელებს შორის კი სწორედ არგენტინელი პოჩეტინოც მოიაზრება.
როგორც გამოცემა The Athletic წერს, პოჩეტინოს აშშ-სთან გაფორმებული კონტრაქტი მის გამოსასყიდ თანხასაც შეიცავს, რომელიც 10 მილიონ დოლარს შეადგენს.
შესაბამისად, საუთჰემპტონის, ტოტენჰემისა და ჩელსის ყოფილი თავკაცის დასანიშნად იუნაიტედს სწორედ ამ თანხის გადახდა მოუწევს.