აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, მანჩესტერ იუნაიტედის ჩაბარების შესაძლებლობას განიხილავდა.
BBC Sport-ის ინფორმაციით, რამდენიმე წყარომ დაადასტურა, რომ არგენტინელი სპეციალისტი ინგლისურ კლუბში გადასვლისთვის ღიაა.
პოჩეტინომ აგვისტოში აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა, თუმცა კონტრაქტი ტოპ-კლუბში გადასვლის შემთხვევაში წასვლის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
ამ ფონზე იუნაიტედში მაიკლ კერიკის მომავალი გაურკვეველია. გავრცელებული ინფორმაციით, ხელმძღვანელობა მის გათავისუფლებას ემხრობა. გუნდს პრემიერ ლიგის ათი ტურის შემდეგ რვა ქულა აქვს და მე-18 ადგილზეა.
პოჩეტინოს ინგლისში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს - ის საუთჰემპტონს, ტოტენჰემსა და ჩელსის ხელმძღვანელობდა.