მაურისიო პოჩეტინო მანჩესტერ იუნაიტედის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, მოსალოდნელია, რომ არგენტინელი სპეციალისტი სანაკრებო პაუზას აშშ-ის ნაკრებთან ერთად დაასრულებს, მომდევნო 2 შეხვედრაში გუნდს უხელმძღვანელებს და ამის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედს შეუერთდება.
პოჩეტინოს გადაწყვეტილება აშშ-ის ნაკრების მიმართ პატივისცემით არის განპირობებული, რადგან სანაკრებო პაუზის მიმდინარეობისას მისი შემცვლელის მოძებნა რთული იქნებოდა.
პოჩეტინოს კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 10 მილიონ დოლარს შეადგენს. თუ არგენტინელი სპეციალისტი მანჩესტერ იუნაიტედში საკუთარი სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე წევრსაც წაიყვანს, ინგლისურ კლუბს დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს.
პოჩეტინო აშშ-ის ნაკრებში მუშაობით, შექმნილი გარემოთი და ფეხბურთელებით ძალიან კმაყოფილი იყო, თუმცა როდესაც მანჩესტერ იუნაიტედიდან დაუკავშირდნენ, იგრძნო, რომ ამ შეთავაზებაზე უარის თქმა არ შეეძლო.
მოსალოდნელია, რომ პოჩეტინო აქტიურად ჩაერთვება კლუბის იანვრის სატრანსფერო გეგმების შემუშავებაში.
მანჩესტერ იუნაიტედი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალი ფეხბურთელების დამატებას მთავარი მწვრთნელის ვინაობის მიუხედავად გეგმავს.
თავის მხრივ, პოჩეტინოს მოსწონს სატრანსფერო სტრატეგიის განსაზღვრაში მონაწილეობა. ამასთანავე, არგენტინელი სპეციალისტი გამოირჩევა უკვე გუნდში მყოფი ფეხბურთელების შესაძლებლობების განვითარებისა და მათი სათამაშო დონის გაუმჯობესების უნარით.
ვის განიხილავენ აშშ-ის ნაკრებში მაურისიო პოჩეტინოს შემცვლელად?