The Athletic-ის ინფორმაციით, პეპ გვარდიოლა აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარი კანდიდატი იქნება.
გამოცემის ცნობით, გვარდიოლას კანდიდატურა აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციაში ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევის პროცესის სხვადასხვა დონეზე უკვე განიხილეს.
მაურისიო პოჩეტინოს მანჩესტერ იუნაიტედში მოსალოდნელი გადასვლის შემდეგ, ფედერაცია შეეცდება, გვარდიოლა სანაკრებო ფეხბურთში მუშაობით დააინტერესოს.
გვარდიოლას აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები წარსულშიც ჰქონია და ამერიკაში მუშაობის შესაძლებლობა მისთვის დიდი ხანია საინტერესოა.
ესპანელი სპეციალისტი შეერთებულ შტატებში ცხოვრებასაც კარგად იცნობს. 2012 წელს, ბარსელონადან წასვლის შემდეგ, მან ერთწლიანი შესვენება აიღო და ეს პერიოდი ნიუ-იორკში გაატარა.
მიმდინარე წლის დასაწყისში გვარდიოლამ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, მან იტალიელებს განუმარტა, რომ ოჯახური მიზეზების გამო დასვენებისთვის მეტი დრო სჭირდებოდა.
როდის ჩაიბარებს პოჩეტინო მანჩესტერ იუნაიტედს? - დეტალები ცნობილია