ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Athletic-მა ლივერპულის ლიდერების, ვირჯილ ვან დაიკისა და ალისონ ბეკერის მომავლის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.
ჟურნალისტმა ჯეიმს პირსმა ენფილდზე შექმნილი ვითარება მიმოიხილა და გიორგი მამარდაშვილის პერსპექტივასაც შეეხო.
მიუხედავად იმისა, რომ ვან დაიკსა და ალისონს სულ რაღაც 51 დღეში სხვა კლუბებთან წინასწარი ხელშეკრულების გაფორმების უფლება ექნებათ, მხარეები მოვლენების ხელოვნურად დაჩქარებას არ აპირებენ.
როგორც გამოცემა წერს, ალისონი მალე 35 წლის გახდება და კლუბისთვის მისი დონის ფეხბურთელის გაშვება ან შემცვლელის მოძებნა უმარტივესი ამოცანა არ არის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელმა გოლკიპერმა კრისტალ პალასთან მატჩში უმაღლესი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კითხვის ნიშნები მაინც არსებობს:
ალისონი ფეხით ისე ვეღარ თამაშობს, როგორც ადრე, თუმცა ამ მომენტისთვის, სერიოზული უპირატესობით, ყველაზე სრულყოფილი მეკარეა, რომელიც ლივერპულის რიგებში ირიცხება.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გიორგი მამარდაშვილის ფაქტორს:
გიორგი მამარდაშვილმა პროგრესი განიცადა, მაგრამ კლუბი ჯერ არ დაურწმუნებია, რომ ალისონის გრძელვადიანი შემცვლელობისთვის საჭირო თვისებები აქვს. დათანხმდება საქართველოს ნაკრების 26 წლის მეკარე კიდევ ერთ წელს სათადარიგო სკამზე? ეს ნაკლებად სავარაუდოა.