საქართველოს ეროვნულ ლიგაში 33-ე ტურის წინ დაძაბულობა პიკს აღწევს, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე სულ რამდენიმე ტური რჩება.
ლიდერთა ჯგუფში წარმოუდგენელი კონკურენციაა. ჩემპიონატის ცხრილის სათავეში ბათუმის დინამოსა და იბერია 1999-ს შორის ორთაბრძოლაა.
ორივე გუნდს თანაბარი, 59-59 ქულა აქვს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ლიგაში გადამწყვეტი ურთიერთშეხვედრებია, შესაბამისად თუკი ყველა დარჩენილი ტური ორმა გუნდმა თანაბარი ქულებით ჩაამთავრა, ლიგას იბერია 1999 მოიგებს.
მათ კვალში უდგას თბილისის დინამო, რომელსაც მხოლოდ ერთი ქულით ნაკლები (58 ქულა) აქვს და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში რჩება. მეოთხე ადგილზე მყოფ რუსთავსაც (56 ქულა) რეალური შანსი აქვს, რომ ლიდერთა სამეულს ბოლო წუთებამდე შეეცილოს.
რაც შეეხება ცხრილის შუა ნაწილს, მეხუთე ადგილს 43 ქულით ტორპედო იკავებს, რომელსაც მეექვსე პოზიციაზე მყოფი დილა (40 ქულა) და მეშვიდე ადგილოსანი სამგურალი (39 ქულა) მოსდევენ.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა გავარდნისა და გადარჩენისთვის ზონაში. მე-8 და მე-9 ადგილებს სპაერი და გაგრა ინაწილებენ, რომლებსაც თანაბარი, 31-31 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოს არიან.
რაც შეეხება აუტსაიდერს, მეშახტე 20 ქულით ბოლო, მეათე ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, 21:45 საათზე იბერია კონფერენს ლიგაზე სახლში, მიხელ მესხის სტაიდიონზე ხეტაფეს უმასპინძლებს. ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.