საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს.
შეკრების მესამე დღეს საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებენ მზადებას გიორგი ქოჩორაშვილი და საბა გოგლიჩიძე, რომლებიც საერთო ჯგუფს 12 ნოემბრიდან შეუერთდებიან.
ვირუსის გამო არ უვარჯიშიათ სანდრო ალთუნაშვილსა და გიორგი მიქაუტაძეს. - ინფორმაციას ეროვნული ნაკრების გვერდი ავრცელებს.
წლის დასკვნითი სანაკრებო შეკრების ფარგლებში საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს. 14 ნოემბერს ჩვენი გუნდი მიხეილ მესხის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინას დაუპირისპირდება.
მექვაბიშვილი: "ვმუშაობთ იმ დეტალებზე, რომლებიც გასაუმჯობესებელია"