სევილიას სპორტულმა დირექტორმა, ხოსე იგნასიო ნავარომ რუესგა ბონოს პრემიის დაჯილდოებაზე გიორგი ქოჩორაშვილის მდგომარეობასა და მის სათამაშო დროზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ კლუბთან დაახლოებულმა სააგენტო dorsal16-მა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქართველი ნახევარმცველი გუნდში არსებული სათამაშო პრაქტიკით უკმაყოფილოა და თვლის, რომ სასტარტო შემადგენლობიდან სევილიასთვის მეტის გაკეთება შეუძლია.
ხოსე იგნასიო ნავარომ ამ თემაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელის ხარისხთან დაკავშირებით კლუბში რაიმე სახის შეშფოთება არ არსებობს:
ქოჩორაშვილი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც სხვადასხვა გუნდში თამაშის გამო ლა ლიგას კარგად იცნობდა. მთავარია, როგორი იქნება ნახევარდაცვის საბოლოო სურათი და ის, რომ მწვრთნელს სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდეს.
ბოლო მატჩებში მას ბევრი სათამაშო დრო არ მიუღია. გუნდის შემადგენლობის მართვაზე პასუხისმგებელი ლუისია და ქოჩორაშვილის თამაშის ხარისხთან დაკავშირებით არანაირი შეშფოთება არ არსებობს.