გარი ლინეკერის აზრით, მანჩესტერ იუნაიტედმა მაიკლ კერიკს ზაფხულში სათანადო მხარდაჭერა არ გაუწია.
შეგახსენებთ, რომ წითელმა ეშმაკებმა კერიკის ნაცვლად მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურეს.
„ყოველთვის მწვრთნელებს ადანაშაულებენ, კერიკს კი ზაფხულში სათანადოდ არ დაეხმარნენ. გასული სეზონის მეორე ნახევარში მან შესანიშნავად იმუშავა.
მართალია, ევროტურნირებზე არ თამაშობდნენ და კონტრშეტევებზე იყვნენ ორიენტირებული, მაგრამ არ ვიცი, ხელმძღვანელებს ეს ყველაფერი კიდევ რამდენ ხანს უნდა შერჩეთ.
გულშემატკივრები ისედაც ყველაფერს ხვდებიან. წლების განმავლობაში გლეიზერებს აპროტესტებდნენ, რეტკლიფმა კი არაფერი შეცვალა. მეტიც, ახლა მდგომარეობა გაუარესდა“, - თქვა ლინეკერმა.