UFC 331-ის მთავარ ბრძოლაში ჯოშუა ვანი უმსუბუქესი წონის ჩემპიონის ტიტულის დაცვას ალექსანდრე პანტოჟას წინააღმდეგ შეეცდება.
ეს მათი მეორე დაპირისპირებაა - პირველად პანტოჟამ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ქამარი ვანს დარჩა.
მთავარი ინტრიგა ცნობილი რეპერის, დრეიკის ფაქტორია, რომელმაც ფავორიტად ჯოშუა ვანი დაასახელა. დრეიკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, საიდანაც ირკვევა, რომ მან ჯოშუა ვანის მოგებაზე 650 ათასი დოლარი განათავსა. ფანები უკვე აქტიურად საუბრობენ ე.წ. „დრეიკის წყევლაზე“, რადგან სპორტსმენები, რომლებსაც ის მხარს უჭერს (მაგალითად, კონორ მაგრეგორი და ჩარლზ ოლივეირა), ხშირად მოულოდნელად მარცხდებიან.
შეძლებს ვანი წყევლის გატეხას, თუ პანტოჟა კუთვნილ ქამარს დაიბრუნებს? ამას ოქტაგონზე ვიხილავთ.