ღონისძიებამდე 1 თვით ადრე UFC 333-ის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მებრძოლებმა სიტყვები გაცვალეს და მათ შორის დაძაბული პირისპირ დგომიც შედგა.
UFC 333-ის მთავარი ბრძოლა ქვემსუბუქი წონი ქამრისთვის ალექსანდერ ვოლკანოვსკისა და მოვსარ ევლოევს შორის შედგება, თანამთავარ ბრძოლაში კი სუპერმსუბუქი წონის ტიტულისთვის მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგია გაიმართება.
ტრილოგიამდე პირველი პირისპირ დგომისას ქართველისა და რუსის გაშველება უსაფრთხოების სამსახურს მოუწია, პრესკონფერენციაზე კი მებრძოლებმა სიტყვები გაცვალეს.
მერაბი: „ახლა უკვე მესამედ ვიჩხუბებთ. სიმართლე რომ ვთქვა, წინა შეხვედრაში იანმა მაგრად მცემა (იცინის).“
იანი: „ვხედავ, თავმდაბალი გამხდარხარ, არა? მე გაგხადე თავმდაბალი!“
მერაბი: „(იცინის) ჰო, სიმართლე რომ ვთქვა, ასეა. შენ გამხადე თავმდაბალი.“
იანმა მერაბს ურჩია, მათ ბრძოლამდე ცხვირი დააზღვიოს.
იანი: „დარწმუნდი, რომ დაზღვევა გაქვს, ცხვირისთვის სამედიცინო დაზღვევა. თუ რამე ცუდად წავა, მერე დანა უაითს ნუ დაადანაშაულებ.“
მერაბი ამბობს, რომ „თავხედ“ იანს ისევ თავმდაბალს გახდის.
მერაბი: „ის ისევ თავხედურად იქცევა, ჩემს დაჩაგვრას ცდილობდა. მე მას ისევ თავმდაბალს გავხდი, როგორც ეს პირველ ბრძოლაში გავაკეთე.“
იანი დარწმუნებულია, რომ UFC 333-ზე მათი ტრილოგიის დროს მერაბ დვალიშვილი კვლავ მიმართავს მისთვის დამახასიათებელ „ხრიკებს“.
იანი: „შორტებზე ხელის ჩავლება, მეტოქეების კოცნა, როგორც შონ ო’მალის აკოცა და მთელი ეს უცნაური რაღაცები.“
UFC 333-ის ღონისძიება 24 ოქტომბერს აბუ დაბიში გაიმართება.