ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურია შეაქო და განაცხადა, რომ იმედოვნებს, ქართველი მებრძოლი კვლავ შეძლებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.
თუ იმ მენტალურ შეცდომებს გვერდზე გადავდებთ, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ამაში ეჭვი არ მეპარება. მასზე ცუდს არასდროს ვამბობ, რადგან ის ძალიან მაგარია. მინდა, რომ დაბრუნდეს, წარმატებას მიაღწიოს და წინსვლა გააგრძელოს.
ჩემი ისტორია მნიშვნელოვანი და ბევრისთვის ახლობელი სწორედ იმიტომ გახდა, რომ დავმარცხდი, მაქს ჰოლოუეიმ ნოკაუტით მომიგო, მაგრამ დავბრუნდი, საკუთარი თავის მჯეროდა და საბოლოოდ ჩემპიონობა მოვიპოვე.
მასაც იგივე შესაძლებლობა აქვს, იმით, რასაც შემდეგ გააკეთებს, შეუძლია მთელი მსოფლიო შთააგონოს“, - განაცხადა გეიჯიმ.
ჯასტინ გეიჯის აზრით, ილია თოფურიას მომდევნო მეტოქეს ძალიან რთული ბრძოლა ელის.
ის ძალიან მაღალი დონის მებრძოლია. ვინც მას შემდეგ შეხვდება, მაგრად დაერხევა... რასაც არ უნდა ვამბობდე, ამ ბიჭზე ცუდს არასდროს ვამბობ, რადგან ის ძალიან მაგარია.
ამასთან, გეიჯი დარწმუნებული არ არის, შეძლებს თუ არა თოფურია მსუბუქ წონით დივიზიონში დარჩენასა და წარმატებით ასპარეზობას:
ის ძალიან მაღალი დონის მებრძოლია. არ ვიცი, შეძლებს თუ არა მსუბუქ წონაში დარჩენას, მაგრამ ამას გავიგებთ.
რა პასუხი გასცა ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიას?