მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
"ჩვენ ახლა ახალი ლიდერთა ჯგუფი გვეყოლება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
ჯგუფში ბრუნო, ლისანდრო, ჰარი მაგუაირი, დიოგუ დალო, ტომ ჰიტონი და ნუსერ მაზრაუი იქნებიან." - უთხრა პორტუგალიელმა Daily Mail-ს.
ამორიმმა მანჩესტერში დიდხანს დარჩენის სურვილიც გამოთქვა.
მანჩესტერ იუნაიტედში დარჩენა 20 წელი მსურს.
მე ამის ნამდვილად მჯერა, ეს ჩემი მიზანია. ბოლო სეზონისთვის პასუხისმგებლობას მთლიანად ვიღებ, ახლა წინ უნდა გავიხედოთ." - განაცხადა იუნაიტედის თავკაცმა BBC-სთან.