ტოტენჰემის ოფიციალურმა გვერდმა ბაიერნიდან ჟოაო პალინიას ტრანსფერი დაადასტურა.
30 წლის პორტუგალიელი ლონდონურ კლუბში 2025/26 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს და მომდევნო ზაფხულში ტოტენჰემს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
პალინიას გამოსყიდვა ლონდონელებს მიუნხენური კლუბიდან 30 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
პორტუგალიელს პრემიერ ლიგის გამოცდილება აქვს. ის 2022-24 წლებში ფულემში თამაშობდა, საიდანაც ბაიერნში გადავიდა.
სიმბოლურია, რომ პალინიას დებიუტი ტოტენჰემში სავარაუდოდ ბაიერნის წინააღმდეგ მიუნხენში ჩასატარებელ ამხანაგურ მატჩში შედგება, 7 აგვისტოს.