პორტუმ პრესეზონის ამხანაგური მატჩის წინ გულშემატკივრებს სიურპრიზად ახალი ტრანსფერი წარუდგინა.
არცერთ ჟურნალისტს და თავად კლუბსაც არ დაუდასტურებია, რომ პორტუგალიელებმა ლუკ დე იონგი დაიმატეს.
მატჩის წინ შემადგენლობის წარდგენისას სტადიონ დრაგაუს გამომცხადებელმა გულშემატკივრებს ნიდერლანდელი თავდამსხმელი სიურპრიზად წარუდგინა.
35 წლის დე იონგი ბოლოს პსვ-ს ღირსებას იცავდა, სადაც 2022-25 წლებში თამაშობდა.