ესპანური Marca-ს ინფორმაციით, ლუკა იოვიჩი კარიერას ათენის აეკში გააგრძელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და მოთამაშე ბერძნულ გუნდთან 2027 წლის ივნისამდე გააფორმებს.
იოვიჩი ათენში დღეს ჩავა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
გავრცელებული ცნობების მიუხედავად, სერბი თავდამსხმელი ესპანურ ოვიედოში გადასვლასთან ახლოს არ ყოფილა.
27 წლის იოვიჩი 2023 წლიდან მილანში თამაშობდა, სადაც ფიორენტინადან გადავიდა.