ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჰინ-მინ სონი კარიერას LAFC-ში გააგრძელებს.
მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა. ტოტენჰემი სონი სანაცვლოდ MLS-ის კლუბისგან 15 მილიონ ევროს მიიღებს.
სონი პრესეზონის ტურნედან სპურსთან ერთად ინგლისში არ დაბრუნებულა და დოკუმენტების მომზადების შემდეგ პირდაპირ აშშ-ში გაემგზავრება, სადაც LAFC-სთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
სამხრეთ კორეელმა ლონდონურ კლუბში თავისი ბოლო მატჩი უკვე ჩაატარა და ის ემოციურად გააცილეს.
სონი ტოტენჰემს ლონდონში გატარებული 10 წლისა და გასული სეზონის ბოლოს მოგებული ევროპა ლიგის ტიტულის შემდეგ დაემშვიდობა.
VIDEO: ტოტენჰემისა და ნიუკასლის მოთამაშეებმა სონი საპატიო კორიდორით გააცილეს