ჩელსის ოფიციალური გვერდი ადასტურებს, რომ კლუბმა აიაქსის ნიდერლანდელი მოთამაშე, იორელ ჰატო დაიმატა.
19 წლის მცველმა სტემფორდ ბრიჯის ბინადრებთან გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2032 წლამდე იქნება გათვლილი.
ამსტერდამული კლუბი ლონდონელებისგან ტრანსფერში 43 მილიონ ევროს მიიღებს.
საინტერესოა, რომ 2022 წლის მაისში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ იორელ ჰატო ჩელსის 50-ე შენაძენია.
"ძალიან აღტაცებული და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ბევრი ვიფიქრე ჩემს მომავალზე და მინდოდა, რომ ჩემს კარიერაში შემდეგი ნაბიჯი გადამედგა. ჩელსი საუკეთესო ადგილია ამისთვის და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ." - განაცხადა ახალგაზრდა ნიდერლანდელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.