რუბენ ამორიმის თქმით, ბრუნო ფერნანდეში გუნდის პენალტების ძირითად შემსრულებლად რჩება.
მიმდინარე სეზონში მანჩესტერის კაპიტანმა ორი პენალტი გააფუჭა - ფულემთან და ბრენტფორდთან მატჩებში.
„პენალტების ძირითადი შემსრულებელი კვლავაც ბრუნოა. ის ბევრ გოლს იტანს. თუ საჭირო გახდა, დამრტყმელს შევცვლით, მაგრამ ბრუნოში დარწმუნებბული ვარ.
ვიცი, რომ მისთვის ადვილი არ არის. თუმცა, თუ არ ვცდები, მას კარიერაში 70 პენალტი აქვს გატანილი და სადღაც 8 გაფუჭებული. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ხელში - ორი. რა თქმა უნდა, ეს მოსაწონი არაა, მაგრამ ის საკუთარ თავში დარწმუნებულია.
ის წერტილიდან დარტყმებს ამუშავებს და ხვდება, რომ ხალხი მას აკვირდება. დარწმუნებული ვარ, შემდეგი დარტყმისთვის ის მზად იქნება." - აღნიშნა მანჩესტერის მწვრთნელმა.