ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ინგლისური კლასიკა ენფილდზე - კიდევ ერთი დიდი გამოცდა მამარდასთვის
ფეხბურთიფეხბურთი

ინგლისური კლასიკა ენფილდზე - კიდევ ერთი დიდი გამოცდა მამარდასთვის

9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

19 ოქტომბრის კვირა დღის საღამო კლასიკურ ინგლისურ დაპირისპირებას გვაჩუქებს - ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება.


წარუმატებული მატჩების შემდეგ, ინგლისის ჩემპიონი თავდაჯერების დაბრუნებას მოსისხლე მტერთან მოგებით შეეცდება, რუბენ ამორიმს კი იმედი აქვს, რომ პრინციპულ შეხვედრაში წარმატება - პირველი ნაბიჯი იქნება გაწელილი კრიზისიდან დასაბრუნებლად.


  • ლივერპული - მანჩესტერ იუნაიტედი
  • კვირა, 19:30, ენფილდი, მთავარი არბიტრი მაიკლ ოლივერი 


ლივერპულისთვის შემოდგომა საუკეთესოდ ვერ დაიწყო. არნე სლოტის შეგირდებმა ყველა ტურნირზე ზედიზედ სამი თამაში წააგეს, რაც ნიდერლანდელი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერაში სულაც პირველად მოხდა. კრისტალ პალასთან, გალათასარაისთან და ჩელსისთან წაგებებმა გუნდი არამარტო რითმულად მოშალა, არამედ გარკვეული პრობლემებიც გამოაჩინა, რომელიც იქამდე არ ჩანდა: მორყეული დაცვა, კონცენტრაციის დაკარგვა და გარკვეულ ლიდერებზე დამოკიდებულება. ექვს თამაშში გაშვებული ცხრა გოლი - განგაშის ზარია კლუბისთვის, რომელიც თავისი წესებით თამაშს არის მიჩვეული.


წარუმატებელი სერიის მიუხედავად, ენფილდი ციხესიმაგრედ რჩება - ამ სეზონში გუნდმა ხუთიდან ხუთი საშინაო მატჩი მოიგო. ამ სტადიონზე მერსისაიდელები მანჩესტერსაც სტაბილურად უგებენ - იუნაიტედს ენფილდზე 2016 წლიდან არ მოუგია. არნე სლოტს დღევანდელ შეხვედრაში იბრაჰიმ კონატე და რაიან გრავენბერხი უნდა დაუბრუნდნენ, ალისონის დანაკლისს კი გიორგი მამარდაშვილი აღმოფხვრავს. 



მანჩესტერ იუნაიტედი ლივერპულში ამაღლებული განწყობით ჩამოდის. არა, იმას ვერ იტყვი, რომ გუნდის თამაში დალაგდა, მაგრამ სანდერლენდთან 2:0 მოგების შემდეგ, გუნდს პრემიერ ლიგის ბოლო სამ მატჩში ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული - როგორც იქნა, გუნდს რაღაც სტაბილურობის მაგვარი ემჩნევა. ამორიმი ნელ-ნელა ახერხებს თავისი ფილოსოფიის დანერგვას - დისციპლინა, კომპაქტურობა და შეტევაში სწრაფი გადასვლა. ბენჟამინ შეშკოს სადებიუტო და მეისონ მაუნტის გოლები იძლევა იმედს, რომ გუნდის შეტევითი პოტენციალი იზრდება.


თუმცა, წითელი ეშმაკების სუსტ წერტილად გასვლითი მატჩები რჩება. იუნაიტედს პრემიერ ლიგაში გასვლითი მატჩი უკვე 8 თამაშია არ მოუგია, რაც პრემიერ ლიგის ბოლო ექვსი წლის ყველაზე ცუდი შედეგია. 


ლისანდრო მარტინესის და ნუსაირ მაზრაუის გარეშე გუნდის დაცვა კვლავ პრობლემურ პოზიციად რჩება. 



მატჩის პერიპეტიებზე რომ ვისაუბროთ, იუნაიტედს მაღალი პრესინგით და ფლანგიდან შეტევაში სწრაფი გადასვლებით მეტოქისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია, თუმცა ლივერპულის წინააღმდეგ მაღალი დაცვის ხაზით თამაში - თვითმკვლელობაა. ვნახოთ, რას გადაწყვეტს პორტუგალიელი სპეციალისტი.



სავარაუდო შემადგენლობები


ლივერპული: მამარდაშვილი, კერკეზი, ვან დაიკი, კონატე, ფრიმპონგი, მაკ ალისტერი, გრავენბერხი, გაკპო, ვირცი, სალაჰი, ისაკი.


მან იუნაიტედი: ლამენსი, შოუ, დე ლიგტი, იორო, დალო, ბრუნო, კაზემირო, დორგუ, მბიუმო, კუნია, შეშკო.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

გიორგი მამარდაშვილი
ლივერპული
მანჩესტერი
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

VIDEO: უელბეკის დუბლი და ვოლტემადეს ეფექტური გოლი - ბრაიტონმა ნიუკასლს მოუგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: უელბეკის დუბლი და ვოლტემადეს ეფექტური გოლი - ბრაიტონმა ნიუკასლს მოუგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ამორიმი: "თუ საჭირო გახდა, პენალტების დამრტყმელს შევცვლით"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ამორიმი: "თუ საჭირო გახდა, პენალტების დამრტყმელს შევცვლით"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ჰალანდის დუბლით მანჩესტერ სიტიმ ევერტონს მოუგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ჰალანდის დუბლით მანჩესტერ სიტიმ ევერტონს მოუგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პოსტეკოგლუს 39 დღე - ვის ეკუთვნის პრემიერ ლიგის რეკორდი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პოსტეკოგლუს 39 დღე - ვის ეკუთვნის პრემიერ ლიგის რეკორდი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

18 ოქტ, 2025

VIDEO: უელბეკის დუბლი და ვოლტემადეს ეფექტური გოლი - ბრაიტონმა ნიუკასლს მოუგო

News image

9 სთ წინ

ამორიმი: "თუ საჭირო გახდა, პენალტების დამრტყმელს შევცვლით"

News image

18 ოქტ, 2025

VIDEO: ჰალანდის დუბლით მანჩესტერ სიტიმ ევერტონს მოუგო

News image

4 სთ წინ

პოსტეკოგლუს 39 დღე - ვის ეკუთვნის პრემიერ ლიგის რეკორდი?