VIDEO: უელბეკის დუბლი და ვოლტემადეს ეფექტური გოლი - ბრაიტონმა ნიუკასლს მოუგო
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურში ბრაიტონმა საკუთარ მოედანზე ნიუკასლი მიიღო.
ანგარიში 41-ე წუთზე დენი უელბეკმა გახსნა და თოლიებს პირველი ტაიმი მოაგებინა.
76-ე წუთზე ანგარიში ნიუკასლის ახალწვეულმა, ნიკ ვოლტემადემ ეფექტური გოლით გაათანაბრა. გერმანელმა მეტოქის კარი ქუსლით დარტყმულით აიღო. აღსანიშნავია, რომ ვოლტემადემ ბოლო 6 მატჩში მე-6 გოლი გაიტანა.
84-ე წუთზე დენი უელბეკმა დუბლი შეასრულა და თოლიებს კაჭკაჭებთან გამარჯვება მოუტანა.